თრენდექსის გუნდი 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (2014-2023) საქართველოს ბაზარზე წამყვან ონლაინ მაღაზიას - New Trend Tbilisi - წარმატებით ვუძღვებოდით. ამ ხნის მანძილზე, დაგვემატა 150000-ზე მეტი გამომწერი, ჩამოვიტანეთ 50000-მდე ამანათი, გამოვიწერეთ 100-ზე მეტი უცხოური საიტიდან და ვითანამშრომლეთ 500-მდე ონლაინ მაღაზიასთან. სწორედ ამ მაღაზიებთან ურთიერთობით შეიქმნა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ონლაინ გამოწერას თან ახლავს და ეს ქმნის იმ ძირითად უპირატესობას, რითაც შოპინგი მეტად უსაფრთხო და საიმედო ხდება. ამჯერად, მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ჩვენს თითოეულ მომხმარებელს გავუზიაროთ.
კონსულტაცია გამოწერისას
სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების საშუალებით, მოგაწვდით იმ ონლაინ მაღაზიების ჩამონათვალს, საიდანაც შეგიძლიათ ჩამოიტანოთ თქვენთვის სასურველი ნივთი (პროდუქცია).
დაგეხმარებით დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ მაღაზიაში და მიუთითოთ თრენდექსის მისამართი. ასევე, მზად ვართ, ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ამანათის ადგილმდებარეობის შესახებ.
ადგილზე მიტანა
შეგიძლიათ ჩამოსული ამანათი გაიტანოთ, როგორც თრენდექსის ფილიალებიდან, ასევე მოითხოვოთ საკურიერო სერვისი და სასურველ მისამართზე მიიღოთ ამანათი.
სწრაფი მომსახურება
თრენდექსის ერთ-ერთი უპირატესობა, ეს არის ამანათების უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირება, როგორც საქართველოში ჩამოტანა, ასევე მისამართზე დროული მიწოდება.