ხელშეკრულების პირობები
მუხლი 1. ტრანსპორტირება, ამანათის წონა და საფასური.
1.1. ამანათების ტრანსპორტირება თურქეთიდან ითვლება რეალური წონით, მინიმალური წონა შეადგენს 100 გრამს. ამანათის წონის დამრგვალება ხდება 50 გრამამდე სიზუსტით.
1.2. ამანათების ტრანსპორტირება ჩინეთიდან ითვლება როგორც რეალური, ასევე მოცულობითი წონით, მინიმალური წონა შეადგენს 100 გრამს. ამანათის წონის დამრგვალება ხდება 50 გრამამდე სიზუსტით.
1.2.1. ამანათის მოცულობითი წონის დაანგარიშება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამანათის წონა და ზომა აღემატება ამანათისთვის დამახასიათებელ წონასა და ზომას. თუ ამანათის მოცულობითი წონა, დაანგარიშებული საერთაშორისო წესით (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ წონას, დაანგარიშდება მოცულობითი წონით.
1.2.2. იმ შემთხვევაში, თუ საწყობში მისული ამანათი/ტვირთი აისახება ფიზიკური წონით და ჩამოსვლის მერე აღმოჩნდება, რომ მოცულობითი წონა აჭარბებს ფიზიკურ წონას, ამანათის/ტვირთის წონა გადაისახება მოცულობით წონად და ტრანსპორტირების თანხა დაანგარიშდება მოცულობითი წონიდან გამომდინარე.
1.2.3. მომხმარებელი ვალდებულია შესყიდვამდე გაარკვიოს ამანათის/ტვირთის ზომები. ამანათის/ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება უმეტესის პრინციპით - ფიზიკური წონიდან გამომდინარე თუ ფიზიკური მეტია მოცულობითზე, და მოცულობითი წონიდან გამომდინარე, თუ მოცულობითი მეტია ფიზიკურზე.
1.2.4. საწყობში მისული ამანათის/ტვირთის მომხმარებლის თხოვნით უკან მიბრუნება ან გამოგზავნის დაყოვნება/გაუქმება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მისი ფიზიკური მოძიება სხვა ამანათებში/ტვირთში.
1.3. ჩინეთის საწყობში მისული ამანათის გადაფუთვა უმეტესად მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მისი გადაფუთვით მოცულობითი წონის შემცირებაა შესაძლებელი.
1.3.1. ელექტრო ტექნიკისა და მსხვრევადი ნივთების გადაფუთვა არ ხდება ამანათის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
1.3.2. იმ შემთხვევაში, თუ საწყობში მიღებულ ამანათს შეფუთვაზე მითითებული აქვს ტექსტი “Do Not Open”, ის არ გადაიფუთება.
1.3.3. ამანათების გადაფუთვა შპს „თრენდ ექსპრესის“ უფასო სერვისია.
1.4. თურქეთის საწყობში მისული ამანათის გადაფუთვა არ ხდება, ის საქართველოში იგზავნება იმ სახით, რა სახითაც იღებს თურქეთის საწყობი.
1.5. ტრანსპორტირების ღირებულების სავალდებულო გადახდა ხორციელდება უშუალოდ შპს „თრენდ ექსპრესის“ საიტზე განთავსებული გადახდის მეთოდებით, ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე ან ჩამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში.
1.5.1. ჩამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში ამანათის ტრანსპორტირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში.
1.6. ამანათების ტრანსპორტირება ხდება კომპანიისათვის ხელსაყრელ მინიმალურ ვადებში, სხვადასხვა ავია თუ სახმელეთო გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობით. შპს „თრენდ ექსპრესი“ გარკვეული მიზეზების გამო ამანათების დაგვიანებაზე პასუხს არ აგებს.
1.7. საწყობებში მისული, გამოგზავნილი, ან საქართველოში ჩამოსული ამანათის უკან, მაღაზიაში გაბრუნების მომსახურება შპს „თრენდ ექსპრესს“ არ აქვს და ყველა წესისა და პირობის დაცვით საწყობებში მისული ამანათები ავტომატურად გამოიგზავნება საქართველოში.
1.8. იმ შემთხვევაში, თუ საწყობში მისული ამანათის/ტვირთის რეალური ან მოცულობითი წონა აღემატება 10 კილოგრამს, შპს „თრენდ ექსპრესი“, გარკვეულ შემთხვევებში, უფლებას იტოვებს არ გამოგზავნოს ამანათი საწყობიდან, სანამ მომხმარებელი არ ჩარიცხავს ტრანსპორტირების ღირებულების ავანსს.
1.8.1. ავანსის რაოდენობა განისაზღვრება ამანათის ტრანსპორტირების ღირებულების 30-50%-ით, კომპანიის გადაწყვეტილებით.
1.8.2. ავანსის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს „თრენდ ექსპრესი“ იტოვებს უფლებას არ უზრუნველყოს ამანათის ტრანსპორტირება და არ გასცეს ოფისიდან კონკრეტული მომხმარებლის სხვა ამანათები, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება სრულად გადახდილი.
1.8.3. მუხლით გათვალისწინებული პირობების 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ოფისში არსებული ამანათები გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში და კონკრეტულ მომხმარებელს შეუწყდება შპს „თრენდ ექსპრესის“ სერვისებით სარგებლობის უფლება.
1.8.4. უცხოეთის საწყობში მისულ ამანათს ხშირად არ აწერია გამომწერის/მიმღების არც სახელი და გვარი, არც ოთახის ნომერი. ხშირად, ონლაინ მაღაზია ამ ინფორმაციას ამანათში ათავსებს. შპს „თრენდ ექსპრესი“ აღნიშნულ შემთხვევაში, ადრესატის იდენტიფიცირებისთვის, ამანათის გახსნის უფლებას იტოვებს.
მუხლი 2. ამანათის დეკლარირება და საბაჟო საკითხები.
2.1. გამოწერილი და საიტზე ასახული ამანათის დეკლარირება აუცილებელია და უნდა მოხდეს არაუგვიანეს ამანათის თურქეთი/ჩინეთიდან გამოგზავნამდე.
2.1.1. დეკლარაციაში მომხმარებელი უთითებს ამანათის შესაბამის დასახელებას, ღირებულებას ლარში და საიტს, საიდანაც მოხდა მისი შესყიდვა.
2.1.2. დეკლარაციის არასწორად შევსება კანონდარღვევაა და ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას. მის შევსებაზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს სრულად ეკისრება.
2.1.3. დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში ამანათი გაჩერდება საბაჟოზე და მომხმარებელი ვალდებულია 8 დღის განმავლობაში დაადეკლარიროს ამანათი.
2.2. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის წონა აღემატება 30 კილოგრამს, ან/და მისი ღირებულება აღემატება 300 ლარს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას.
2.2.1. სამზე მეტი ერთგვაროვანი ნივთის ჩამოტანისას, ხშირ შემთხვევაში, ამანათები განსაბაჟებელია.
2.2.2. შესაძლოა ამანათის წონა არ ცდებოდეს 30 კილოგრამს და არც მისი ღირებულება აღემატებოდეს 300 ლარს, თუმცა მებაჟემ მიიჩნიოს კომერციული დანიშნულების ნივთად. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია განაბაჟოს პროდუქცია.
2.3. საბაჟო პუნქტში ამანათის/ტვირთის გატარებისას შესაძლოა მებაჟემ საჭიროდ ჩათვალოს ამანათის გახსნა და შიგთავსის დათვალიერება, რის უფლებასაც კანონმდებლობა ანიჭებს.
2.3.1. საბაჟოს მიერ გახსნილი ამანათი/ტვირთი არ ექვემდებარება გადაფუთვას.
2.4. საბაჟოს აქვს უფლებამოსილება შეაკავოს ნებისმიერი ამანათი/ტვირთი დათვალიერების მიზნით.
მუხლი 3. ამანათის გატანა და საკურიერო მომსახურება.
3.1. ამანათის ჩამოსვლის შემდეგ ოფისიდან მის გასატანად აუცილებელია ტრანსპორტირების საფასურის გადახდა და გამტანის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
3.1.1. უცხო (მესამე) პირის მიერ, სხვა პირის ამანათის გატანის ნებართვის მისაღებად, აუცილებელია საიტზე (მესამე პირი) დამატებული იყოს მინდობილ პირთა სიაში.
3.1.2. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ჩვენს საწყობებში გამოგზავნილი ამანათების/ტვირთის ღირებულება სრულად. ექსპედიტორი კომპანია უფლებას იტოვებს არ გასცეს კონკრეტული ამანათი, ამანათები ან ტვირთი იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელს ან მინდობილ პირს (პიროვნებას, ვისაც ერთხელ მაინც გაუტანია მოცემული მომხმარებლის ამანათი/ტვირთი) უფიქსირდება დავალიანება პირად ანგარიშზე და კომპანია ჩათვლის, რომ არსებობს დავალიანების ჩატოვების რისკი.
3.2. მომხმარებლის მიერ საიტზე ამანათების ტრანსპორტირების თანხის გადახდის შემდეგ, თუკი ის (მომხმარებელი) მოითხოვს საკურიერო სერვისით სარგებლობას, ამანათები გადაეცემა კურიერს.
3.2.1. კურიერისთვის ჩაბარებულ ამანათებს მომხმარებელი მიიღებს მომდევნო დღიდან.
3.2.2. ამანათი გაიგზავნება იმ მისამართზე, რომელიც მომხმარებელს საიტზე აქვს მონიშნული.
3.2.3. ადრესატის მიერ მისამართის ცვლილება სატელეფონო ზარით ან შეტყობინების საფუძველზე არ ხდება, მისამართის შეცვლა შესაძლებელია საიტიდან საკურიეროს თანხის გადახდამდე.
3.2.3.1. თუკი კურიერი ვერ მოახერხებს მომხმარებელთან დაკავშირებას და ამანათის გადაცემას, ამანათი დაბრუნდება ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი ოფისიდან გატანა.
3.2.3.2. ოფისში დაბრუნებული ამანათის მეორეჯერ გამოგზავნა შესაძლებელია საკურიერო სერვისის ღირებულების ხელმეორედ გადახდის შემთხვევაში.
3.3. ამანათის მიღებისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს მიმღების (ადამიანი, ვისი სახელი და გვარი (ან პირადი ნომერი) წერია ამანათზე) პირადობის მოწმობა, პასპორტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.4. კურიერი არ არის ვალდებული ამანათი აიტანოს სართულზე.
3.5. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს შეფუთვა და მისი გარეგანი დაზიანების შემთხვევაში კურიერთან დააფიქსიროს პრეტენზია.
მუხლი 4. აკრძალული ნივთები.
4.1. აკრძალული ნივთების სია განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და მისი ნახვა შესაძლებელია საიტზე როგორც თურქეთის, ასევე ჩინეთის შემთხვევაში.
4.2. სია შესაძლოა შეიცვალოს საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიზეზით ან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
4.3. აკრძალულ სიაში განთავსებული ნივთის გამოწერის შემთხვევაში შპს „თრენდ ექსპრესი“ არ აგებს პასუხს ამანათის საქართველოში ჩამოტანაზე ან მის უკან გაბრუნებაზე, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. აკრძალული ნივთის გამოწერა ითვლება კომპანიის წესებისა და პირობების დარღვევად და კომპანიისთვის მიყენებული ზარალის შესაბამისად განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა, რომელიც მომხმარებელს დაეკისრება.
4.4. აკრძალულ სიაში არსებული ნივთის საბაჟოზე აღმოჩენის შემთხვევაში საბაჟომ შესაძლოა შემოწმების მიზნით მთლიანი რეისი გააჩეროს. მსგავს შემთხვევაში საბაჟო შემოწმება შესაძლოა დროში გაიწელოს, ამანათების/ტვირთის გაცემა დამოკიდებულია საბაჟოს მუშაობაზე, დაწყებული პროცედურების დასრულებაზე. საბაჟოს მხრიდან ამანათების შეკავებისა და გაცემის დაგვიანების გამო შპს „თრენდ ექსპრესი“ არ აგებს პასუხს/არ ახდენს ზარალის ანაზღაურებას.
მუხლი 5. მომხმარებლის ვალდებულებები.
მომხმარებელი ვალდებულია:
5.1. სარეგისტრაციო ველებში მიუთითოს უტყუარი ინფორმაცია.
5.2. უცხოურ საიტებზე რეგისტრაციისას მიუთითოს საწყობის სრული მისამართი ისე, როგორც ეს მოცემულია საიტზე www.trendex.ge, სხვა შემთხვევაში ექსპედიტორი კომპანია არ იღებს არანაირ ვალდებულებას დაკარგულ ან სხვა მისამართზე მისულ ამანათზე/ტვირთზე.
5.3. ამანათის საიტზე ასახვის შემდეგ მიუთითოს ამანათის გამომგზავნი საიტის ზუსტი მისამართი, პროდუქციაში გადახდილი ზუსტი თანხა ლარებში და ნივთის აღწერილობა.
5.4. საჭიროების შემთხვევაში შპს „თრენდ ექსპრესს“ მიაწოდოს ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია ამანათის შესახებ და გამოგზავნოს დოკუმენტის სახით, რაც დაადასტურებს აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობას.
5.5. შპს „თრენდ ექსპრესს“ წერილობითი სახით საიტზე განთავსებულ ოფიციალურ მეილზე მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ საფრთხის შემცველი ამანათის/ტვირთის შესახებ მის გამოწერამდე.
5.5.1. თუ საფრთხის შემცველი ამანათი/ტვირთი მაინც აღმოჩნდება საწყობში ან ტრანსპორტში, ექსპედიტორი კომპანია იტოვებს ულებას გაანადგუროს, გადაყაროს ან გააუვნებელყოს ის, მომხმარებლისთვის ზარალის ანაზღაურების გარეშე.
5.5.2. მომხმარებელი, რომელიც საფრთხის შემცველი ამანათის/ტვირთის გამოწერით ზარალს მიაყენებს ექსპედიტორ კომპანიას, ვალდებულია თავად აანაზღაუროს ზარალი მისი ოდენობის შესაბამისად.
5.6. შეამოწმოს ამანათის/ტვირთის შიგთავსი ოფისში და მისი დაზიანების ან დანაკლისის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ექსპედიტორ კომპანიას. ამანათის/ტვირთის ოფისიდან გატანის შემდეგ ექსპედიტორი კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას მის შესაძლო დაზიანებაზე ან/და დანაკლისზე.
5.7. შეამოწმოს ამანათის/ტვირთის შიგთავსი მის მიღებამდე და დაზიანების ან დანაკლისის შემთხვევაში შეატყობინოს ექსპედიტორ კომპანიას. ამანათის/ტვირთის მიღების შემდეგ შპს „თრენდ ექსპრესი“ არ აიღებს პასუხისმგებლობას მის შესაძლო დაზიანებაზე ან/და დანაკლისზე.
მუხლი 6. სხვადასხვა მომსახურება და პირობები.
6.1. იმ შემთხვევაში, თუ შპს „თრენდ ექსპრესი“ საწყობში მისულ და საიტზე მომხმარებლისთვის ასახულ ამანათს/ტვირთს დაკარგავს ან ვერ უზრუნველყოფს მის ჩამოტანას საქართველოში, იღებს ვალდებულებას სრულად აანაზღაუროს მისი ღირებულება და ტრანსპორტირებისთვის ასახული თანხა.
6.1.1. ამანათის/ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში გამომწერმა უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც მოითხოვს ექსპედიტორი კომპანია.
6.1.2. თანხის ასანაზღაურებლად დაკარგული ამანათი/ტვირთი არ უნდა კლასიფიცირდებოდეს, როგორც აკრძალული ან საფრთხის შემცველი ნივთი.
6.1.3. შპს „თრენდ ექსპრესი“ ზარალს აანაზრაურებს ამანათის დაკარგვის დადასტურებიდან 20 კალენდარულ დღეში.
6.2. მომხმარებლის მხრიდან ამანათის/ტვირთის საწყობში მიტანის დასადასტურებლად უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების დოკუმენტის წარდგენა, რომელზეც დატანილი იქნება საწყობის მიმღების ხელმოწერა.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ გამოწერილი ამანათი/ტვირთი შესყიდვის საიტზე მონიშნულია, როგორც მიტანილი, ხოლო საიტზე www.trendex.ge არ მოხდება მისი ასახვა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პირად კაბინეტში დაამატოს საიტი (სადაც მოხდა ნივთის შეძენა), თრექინგი, სავარაუდო წონა და ექსპედიტორი კომპანია უზრუნველყოფს მის მოძიებას საკუთარ საწყობში.
6.3.1. თუ ვერ მოხერხდება დამატებული თრექინგის მოძიება, ექსპედიტორი კომპანია მოითხოვს მიღება-ჩაბარების დოკუმენტის წარდგენას მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
6.4. ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მსხვრევადი ნივთების დაუზიანებლად ტრანსპორტირებაზე, ვინაიდან შეუძლებელია გარკვევა, თუ კონკრეტულად სად დაზიანდა ნივთი - ჩვენს საწყობში მოტანამდე (ადგილობრივი საკურიეროს მიერ, ან მომწოდებლის მხრიდან) თუ მას შემდეგ.
6.5. ექსპედიტორი კომპანია მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით (SMS, MAIL, სოც. ქსელებიდან გაგზავნილი მესიჯები) ატყობინებს სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალებს, მათ შორის, ამანათის მისვლა უცხოეთის საწყობში, რეისის გამოგზავნა-ჩამოსვლა, მისამართის ცვლილება, ოფისის დამატება, აქციები, რეკლამები და ა.შ. შპს თრენდ ექსპრესი იტოვებს უფლებას შეტყობინება გაგზავნოს მაშინაც, თუ მომხმარებელს დაბლოკილი აქვს სარეკლამო შეტყობინებების მიღება.
6.6. შპს „თრენდ ექსპრესი“ ვალდებულია იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც აღწერილია საიტზე www.trendex.ge და არ იღებს ვალდებულებას სხვა დამატებით პირობებსა და მომსახურებაზე.
6.7. დამატებითი ინფორმაციის სახით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ საიტზე განთავსებული ხშირად დასმული კითხვებით.
მუხლი 7. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
7.1. საიტზე www.trendex.ge მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირ(ებ)ს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.