რეისები

ქვეყანა რეისი გამოსვლა ჩამოსვლა სტატუსი
trendex.ge ქვეყანა CHINA (სახმელეთო) CHINA (სახმელეთო) TEX120 (სახმელეთო) 2024-11-24 2024-12-30 საწყობში
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC878 2024-11-21 2024-12-02 გამოგზავნილი
trendex.ge ქვეყანა TURKEY TURKEY TET784 2024-11-21 2024-11-23 გამოგზავნილი
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC877 2024-11-17 2024-11-29 გამოგზავნილი
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC876 2024-11-14 2024-11-21 ჩამოსული
trendex.ge ქვეყანა TURKEY TURKEY TET783 2024-11-13 2024-11-16 ჩამოსული
trendex.ge ქვეყანა CHINA (სახმელეთო) CHINA (სახმელეთო) TEX119 (სახმელეთო) 2024-11-10 2024-12-15 გამოგზავნილი
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC875 2024-11-10 2024-11-18 ჩამოსული
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC874 2024-11-07 2024-11-11 ჩამოსული
trendex.ge ქვეყანა TURKEY TURKEY TET782 2024-11-06 2024-11-08 ჩამოსული
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC873 2024-11-03 2024-11-17 ჩამოსული
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC872 2024-10-31 2024-11-04 ჩამოსული
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC871 2024-10-27 2024-11-01 ჩამოსული
trendex.ge ქვეყანა CHINA (სახმელეთო) CHINA (სახმელეთო) TEX118 (სახმელეთო) 2024-10-27 2024-11-30 გამოგზავნილი
trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო) TEC870 2024-10-24 2024-10-30 ჩამოსული

ხშირად დასმული კითხვები

ძირითადი კითხვები


ჩინეთიდან ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს $11 აშშ დოლარს 1კგ-ზე ამანათის საწყობში მისვლის დღისთვის არსებული საქართველოს ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში. ტარიფი თურქეთიდან - კგ - 1.9$-ის ეკვივალენტი ლარში.


ამანათის მინიმალური წონა შეადგენს 100 გრამს, წონა მრგვალდება 50 გრამამდე სიზუსტით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საწყობში მისული ამანათ(ებ)ის რეალური ან მოცულობითი წონა 10 კგ-ზე მეტი აღმოჩნდება, მომხმარებელს შესაძლოა მოუწიოს ავანსის სახით ტრანსპორტირების ღირებულების 30-50%-ის გადახდამ.


საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამანათები გადის საბაჟო პროცედურებს, რაც შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ტვირთის რაოდენობაზე, ტვირთის სახეობებზე, მებაჟეების სამუშაო განრიგზე და ასე შემდეგ. ოფისში მოტანილი ამანათები დახარისხდება და თქვენ მიერ ტრანსპორტირების თანხის გადახდის შემდეგ მოგეწოდებათ საკურიერო კომპანიების მეშვეობით. ასევე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თავად გაიტანოს ამანათი ჰუალინგის სერვისცენტრიდან.


მის.: ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა, ლეჟავას ქუჩა N22, სართული 2F.


საიტზე განთავსებულია განყოფილება „მინდობილი პირი“, სადაც შეძლებთ თქვენი ახლობლის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის დამატებას, რის შემდეგაც ეს პიროვნება, თავისი პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, გაიტანს სერვისცენტრიდან თქვენს ამანათს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილია.


ჩინეთის საწყობში მიღებულ ამანათებს უმეტესად მხოლოდ იმ შემთხვევაში ვფუთავთ, თუ მისი გადაფუთვით მოცულობითი წონის შემცირება მეტნაკლებად შესაძლებელია. გადაფუთვის სერვისი უფასოა.

ამანათის მოცულობითი წონის დაანგარიშება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამანათის წონა და ზომა აღემატება ამანათისთვის დამახასიათებელ წონასა და ზომას - თუ ამანათის მოცულობითი წონა, დაანგარიშებული საერთაშორისო წესით (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000  -  სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ წონას, დაანგარიშდება მოცულობითი წონით.

ამასთან, თურქეთის საწყობში ამანათები მხოლოდ რეალური წონით ანგარიშდება, ჩინეთის საწყობში - როგორც რეალური, ასევე მოცულობითი წონით.

ჩვენ არ ვფუთავთ ელექტრო ტექნიკას, მსხვრევად პროდუქციასა და იმ ნივთებს, რომელთა შეფუთვაზე მიკრულია სტიკერი “Do Not Open”.


საკურიერო სერვისის ტარიფი დამოკიდებულია ადრესატის მისამართზე. 5 კგ-მდე ამანათ(ებ)ის სადარბაზომდე მიწოდების ფასები:

    • თბილისში - 6 ლარი*
    • სხვა ქალაქში - 8 ლარი
    • სოფელსა და დაბაში - 13 ლარი

      *თბილისის გარეუბნებში, როგორიცაა ლილო, წყნეთი, ზაჰესი, კოჯორი, გლდანულა... მიტანის ღირებულება 8 ლარია.

      **გაითვალისწინეთ, რომ სოფელსა და დაბაში კურიერი ამანათს მოგაწვდით იმ შემთხვევაში, თუ გზა მოასფალტებულია.


ფასები 5 კგ-ზე მეტის შემთხვევაში.

თბილისი:

5-დან 10 კგ-მდე - 8 ლარი

10-15 კგ - 10 ლარი

15-20 კგ - 12 ლარი

20-30 კგ - 15 ლარი

30-40 კგ - 17 ლარი

40-50 კგ - 21 ლარი


სხვა ქალაქი: 

5-დან 10 კგ-მდე - 13 ლარი

10-15 კგ - 18 ლარი

15-20 კგ - 30 ლარი

20-30 კგ - 40 ლარი

30-40 კგ - 50 ლარი

40-50 კგ - 20 ლარი


სოფელი/დაბა:

5-დან 10 კგ-მდე - 18 ლარი

10-15 კგ - 24 ლარი

15-20 კგ - 29 ლარი

20-30 კგ - 36 ლარი

30-40 კგ - 51 ლარი

40-50 კგ - 61 ლარი


საკურიერო სერვისის თანხას იხდით ადგილზე, კურიერთან, ამანათის მიღების დროს. კურიერის გამოსაძახებლად, ამანათების ჩამოსვლისა და ტრანსპორტირების თანხის ბალანსიდან ჩამოჭრის შემდეგ, უნდა შეხვიდეთ განყოფილებაში სახელწოდებით „საკურიერო“ და გამოიძახოთ კურიერი.


თუ მომხმარებელი კურიერს შუადღის 13:00 საათამდე გამოიძახებს, ამანათ(ებ)ს მიიღებს თბილისში მომდევნო სამუშაო დღეს (ან შაბათს - პარასკევს გამოძახების შემთხვევაში), ხოლო რეგიონში მომდევნო სამუშაო დღეს. მიწოდება კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ხორციელდება შემდეგ ლოკაციებზე: აბასთუმანი, ადიგენი, ამბროლაური, ახალქალაქი, ასპინძა, დედოფლისწყარო, დმანისი, ლენტეხი, ნინოწმინდა, ონი, ტყიბული, ქედა, შუახევი, ცაგერი, ხარაგაული, ხულო.


ლოკაციები, სადაც მიწოდება ხორციელდება სამშაბათსა და პარასკევს: სტეფანწმინდა, წალკა, გუდაური, ანანური, მანგლისი, დუშეთის რაიონი (ჟინვალის ზემოთ).


ლოკაციები, სადაც მიწოდება ხორციელდება მხოლოდ ხუთშაბათს: გომბორი, თიანეთი, სოფელი უდაბნო, ჩარგალი, მაღაროსკარი.


საკურიერო კომპანია მიწოდებას ახორციელებს მესტიაში, ხოლო მესტიის მიმდებარე სოფლებსა და ხევსურეთში, თუშეთში, პანკისის ხეობაში ვერ მოგემსახურებათ.

გამოწერასთან დაკავშირებული


ჩამოტანის ვადები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ჩინეთიდან გამოწერის შემთხვევაში, ონლაინ მაღაზიები ამანათებს თრენდექსის (ჩინეთის) საწყობის მისამართზე საკურიერო კომპანიების მეშვეობით გზავნიან. საკურიერო კომპანიას ამანათის ჩასაბარებლად საშუალოდ 2-4 დღე სჭირდება. საწყობში მიტანის დეტალები, სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში, ონლაინ მაღაზიასთან შეგიძლიათ გაარკვიოთ.


საწყობში მიღებული ამანათები იმავე ან მომდევნო დღეს დახარისხდება, გამზადდება გასაგზავნად და ჩაბარდება ავიახაზებს. რეისზე მოხვედრილი ამანათი თვითმფრინავის გამოფრენიდან 5-7 დღეში უკვე თბილისის აეროპორტშია, სადაც გადმოიტვირთება და საბაჟოს მიერ გატარდება.


თურქეთის საიტებიდან გამოწერილი ამანათი თურქეთის საწყობის მისამართზე მოდის საშუალოდ 1-3 დღეში, თუმცა ეს დამოკიდებულია როგორც მაღაზიაზე, საიდანაც იწერთ პროდუქტს, ისევე საკურიერო კომპანიაზე. მიტანის დეტალების გასაგებად შეგიძლიათ მაღაზიის ადმინისტრაციას გამოაგზავნინოთ თრექინგ ნომერი (takip numarası), რითაც შეძლებთ ამანათის მდებარეობის გარკვევას. ხშირ შემთხვევაში მაღაზიები ლინკების სახით უგზავნიან თავიანთ მომხმარებლებს მთელ ლოგისტიკურ ინფორმაციას.


თურქეთიდან გამოწერილი ამანათები საქართველოში გამოგზავნიდან 2 დღეში ჩამოდის, ჩინეთის შემთხვევაში - 8-14 დღეში.


იშვიათად გამყიდველი მაღაზია ამანათზე არ უთითებს გამომწერის სახელსა და გვარს, რის გამოც შეუძლებელია გარკვევა, თუ ვისი ამანათი ჩაბარდა საწყობს. ჩვენ საიტზე არსებობს თრექინგის დამატების ფუნქცია, სადაც უნდა დაამატოთ უცხოეთის საწყობში მოსაძიებელი ამანათის თრექინგი, სავარაუდო წონა და საიტი, საიდანაც გამოიწერეთ. ჩვენ შევამოწმებთ და მოგიძებნით თქვენს ამანათს, თუ კი ის ნამდვილად მისულია ჩვენს საწყობში და ადგილი არ აქვს უხეშ შეცდომას უცხოური ონლაინ მაღაზიისა თუ საკურიერო კომპანიის მხრიდან.


თუ ამანათები ერთი საიტის სხვადასხვა მაღაზიიდან გამოწერეთ, ამანათების სხვადასხვა დროს ჩაბარება ნორმალურია, რადგან ყველა მაღაზიას სხვადასხვა დროს მიაქვს ამანათი. ხოლო თუ ერთი და იგივე მაღაზიიდან გამოწერეთ, ისინი ყოველთვის ვერ ახერხებენ ერთდროულად  ყველა ამანათის თავმოყრას და ნაწილს გზავნიან, ნაწილის მიღებას კი ელოდებიან, რათა მომდევნო დღეებში გამოგზავნონ.


საწყობში მისული ამანათები, რამდენიც არ უნდა იყოს, გამოიგზავნება, მიუხედავად იმისა, უნდა მივიღოთ თუ არა თქვენ მიერ გამოწერილი სხვა ამანათები. შესაბამისად, თქვენ მიერ ერთ დღეს გამოწერილი რამდენიმე ამანათი შესაძლოა სხვადასხვა რეისზე აღმოჩნდეს და სხვადასხვა დროს ჩამოვიდეს.

დეკლარაციის შევსება


დეკლარაციის შესავსებად ამანათის თრექინგის გასწვრივ, მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ დეკლარაციის ნიშანს უნდა დაკლიკოთ, სიიდან საიტი უნდა აირჩიოთ, საიდანაც პროდუქცია გამოიწერეთ, უნდა მიუთითოთ ნივთის დასახელება და შეიტანოთ ფასი ლირაში (თურქეთიდან გამოწერილი ამანათის შემთხვევაში) ან იუანში (ჩინეთიდან გამოწერილი ამანათის შემთხვევაში).


ჩინეთსა და თურქეთში მუდმივად ემატება ახალი ონლაინ მაღაზიები, საიტები, რომლებიც ამანათის დეკლარირების დროს, ჩვენს საიტზე განთავსებულ მაღაზიათა სიაში შესაძლოა, არ აღმოჩნდეს. მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას უნდა მოგვწეროთ საიტის ზუსტი დასახელება, რათა დავამატოთ სიაში და ამანათის დეკლარაცია სწორად შეავსოთ.


ჩინეთსა და თურქეთში მუდმივად ემატება ახალი ონლაინ მაღაზიები, საიტები, რომლებიც ამანათის დეკლარირების დროს, ჩვენს საიტზე განთავსებულ მაღაზიათა სიაში შესაძლოა, არ აღმოჩნდეს. მოგვწერეთ საიტის ლინკი Facebook-ზე ან მეილზე, ჩვენ ამ საიტს სიაში ჩავამატებთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დეკლარაცია.


დეკლარაციის არასწორად შევსება წარმოადგენს საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდებას, რაც დანაშაულია და იწვევს მომხმარებლის დაჯარიმებას საბაჟო განყოფილების მხრიდან. მომხმარებელი ვალდებულია დროულად შეავსოს დეკლარაცია და შეიტანოს მასში რეალური მონაცემები. დეკლარაციის სიზუსტეზე მომხმარებელს სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა.

გაითვალისწინეთ,  რომ ჩამოსული ამანათის დეკლარაციის რედაქტირება/ჩასწორება შეუძლებელია.


დეკლარაციაში უთითებთ ნივთში გადახდილ მთლიან თანხას, საკურიერო მომსახურებისა და სხვა გადასახადების (ნივთის დაზღვევის თანხა, დღგ და ასე შემდეგ) ჩათვლით. ნივთში გადახდილი სრული თანხის ნახვას შეძლებთ საიტზე გამოწერილი ნივთების განყოფილებაში (ხშირ შემთხვევაში შემდეგი სიტყვის გასწვრივ: ინგლ.: Total, თურქ.: Toplam). ასევე, შეგიძლიათ ნახოთ საბანკო ამონაწერში, ბანკში ვიზიტით ან ინტერნეტბანკის მეშვეობით.


ერთი და იმავე მაღაზიიდან (მაგ.: www.trendyol.com) ერთდროულად რამდენიმე ნივთის გამოწერის შემთხვევაში, გამოწერილ ამანათებში (Siparişlerim – My Orders) ფასი ყოველი ნივთის გასწვრივ არის განთავსებული, ხოლო საწყობში მიტანის ღირებულება შემდეგ არის დათვლილი. დეკლარაციის შევსებისას ეს თანხა ერთ-ერთ ნებისმიერ ნივთს უნდა დაამატოთ და ისე ჩაწეროთ ღირებულების ველში.


თურქეთიდან გამოწერილი ამანათის დეკლარაციას ავსებთ თურქულ ლირაში, ხოლო ჩინეთიდან გამოწერილ ამანათს ჩინურ იუანს უთითებთ.

გადახდასთან დაკავშირებული


TRENDEX-ის ბალანსის შესავსებად საიტზე გახსენით ბალანსის განყოფილება და მიყევით ინსტრუქციას. თანხის გადახდა შეგიძლიათ ბარათის შემდეგი ტიპებით:

- Visa/Mastercard

- American Express საკრედიტო და American Express Rewards Card

- American Express PLUS და SOLO PLUS Card


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს ოფისში ტრანსპორტირების თანხას ქეშით ან ტერმინალით ვერ გადაიხდით.


ძალიან მარტივად, ტრანსპორტირების ღირებულების გადახდისას თანხა ბალანსიდან ჩამოიჭრება - თუ ჩამოიჭრა, ესე იგი გადახდილია. გარდა ამისა, ყოველი თრექინგის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, განთავსებულია გადახდის ღილაკი - აიკონი, რომელიც მწვანეა, თუ თრექინგის ტრანსპორტირების თანხა გადახდილია, ხოლო წითელია, თუ გადაუხდელია.


დიახ, ბალანსის შევსება შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ ბანკში ოპერატორთან TRENDEX-ის საბანკო ანგარიშისა და საკუთარი ოთახის ნომრის წარდგენით (ჩვენი საბანკო ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში, შესაბამისად ამავე ბანკიდან ბალანსის შევსებაზე საკომიო 0%-ია). საკომისიოს არ იხდით, ასევე, ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით თანხის გადმორიცხვისას, თუ თანხას საქართველოს ბანკის ანგარიშიდან რიცხავთ, ხოლო სხვა ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში საკომისიოს რაოდენობა დამოკიდებულია იმ ბანკზე, რომლის ანგარიშიდანაც ხდება გადმორიცხვა. დანიშნულებაში მიუთითეთ "ტრანსპორტირების ღირებულება" და საკუთარი ოთახის ნომერი.


ტერმინალით თანხის გადახდა არ ხდება. ტრანსპორტირებისა და საკურიერო მომსახურების თანხას იხდით საიტიდან, ბალანსზე თანხის ჩარიცხვით.


საქართველოს ბანკიდან გადმორიცხული თანხა რამდენიმე წუთში ისახება ჩვენს ანგარიშზე. სხვა ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში სხვა ბანკის მიერ თანხის საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადმოტანას შესაძლოა რამდენიმე საათი ან დღე დასჭირდეს. როგორც კი თანხა ჩვენს ანგარიშზე აისახება, ჩვენ მას თქვენს პირად ბალანსზე დაგისვამთ.

განბაჟებასთან დაკავშირებული


ამანათი განსაბაჟებელია იმ შემთხვევაში, თუ მისი წონა აღემატება 30 კგ-ს ან/და ღირებულება ცდება 300 ლარს. ასევე, სამზე მეტი ერთგვაროვანი ნივთის ჩამოტანისას, ხშირ შემთხვევაში, ამანათები განსაბაჟებელია.


შესაძლოა ამანათის წონა არ ცდებოდეს 30 კილოგრამს და არც მისი ღირებულება აღემატებოდეს 300 ლარს, თუმცა მებაჟემ მიიჩნიოს კომერციული დანიშნულების ნივთად. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია განაბაჟოს პროდუქცია. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს ჩამოტანილი ამანათების რაოდენობისა და უცხოეთში გადარიცხული თანხების ლიმიტი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში საბაჟოს მიერ შემუშავებული პროგრამა ითხოვს ამანათის განბაჟებას.


საბაჟო ღირებულება დამოკიდებულია გამოწერილი პროდუქციის სახეობაზე, რიგ შემთხვევებში საბაჟო ღირებულებაში შედის მხოლოდ დღგ, ან დღგ და იმპორტის გადასახადი…


დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) შეადგენს ამანათსა და მის ტრანსპორტირებაში ჯამურად გადახდილი თანხის 18%-ს, ხოლო იმპორტის გადასახადი 5%-ს. გარდა ამისა, 300-დან 3000 ლარამდე ღირებულების პროდუქციაზე დამატებით იხდით საბაჟო გადასახადს - 20 ლარს, 3000-დან 10000 ლარამდე ღირებულების პროდუქციაზე - 100 ლარს, 10000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შემთხვევაში - 300 ლარს. 


იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ამანათის განბაჟება, მომხმარებელი საიტზე ტვირთავს ან მეილზე გვიგზავნის განსაბაჟებელი ამანათის ინვოისს, სადაც მოცემულია სრული ინფორმაცია ამ ამანათზე: მომხმარებლის მონაცემები, ყიდვის თარიღი და დრო, ნივთების რაოდენობა, სრული ფასი, ნივთის დასახელება ან/და ფოტო.


თუ ინვოისი არ გაქვთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ონლაინ მაღაზიისგან ან დასქრინოთ და გამოგვიგზავნოთ. ჩვენ დაგიბეჭდავთ საჭირო დოკუმენტაციას და მოგაწვდით ამანათთან ერთად.


ინვოისის მისაღებად უნდა მიწეროთ ონლაინ მაღაზიას და ის გამოგიგზავნით მეილზე, WhatsApp-ზე ან თავიანთივე საიტზე აგიტვირთავთ. თუ ონლაინ მაღაზიას ვერ დაუკავშირდებით, შეგიძლიათ დასქრინოთ შეკვეთის დეტალები, სადაც გამოჩნდება თქვენი მონაცემები, ყიდვის თარიღი და დრო, ნივთების რაოდენობა, სრული ფასი, ნივთის დასახელება ან/და ფოტო.


www.trendyol.com-ზე გამოწერილ ამანათებში (Siparişlerim – My Orders) რომ გადახვალთ, ყოველი შეკვეთის მარჯვენა კუთხეში განთავსებულია Fatura Gönder (Send Invoice), სადაც დაკლიკვით ინვოისი ავტომატურად იგზავნება იმ მეილზე, რომლითაც რეგისტრირებული ხართ თრენდიოლზე. ხარვეზის შემთხვევაში შეგიძლიათ ორდერი დასქრინოთ.


იმ ამანათს, რომლის განბაჟებაც გსურთ, დეკლარირების მომენტში უნდა მიუთითოთ "მსურს განბაჟება" (მარჯვენა კუთხეში უჯრის მონიშვნით) და ატვირთოთ/გამოგზავნოთ ინვოისი მეილზე.


გაითვალისწინეთ, რომ თუ ერთ რეისზე გაქვთ რამდენიმე ამანათი და ერთზე მაინც თუ მონიშნავთ "მსურს განბაჟება"-ს, ყველა ამანათი განბაჟდება.

სხვადასხვა კითხვები


ამანათის უკან დაბრუნების სერვისი არ გვაქვს, გამოწერილი და საწყობში მისული ამანათი უკან არ ბრუნდება.


ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა შესაძლებელია საიტზე www.trendex.ge, ხოლო საკურიერო მომსახურების თანხას იხდით ადგილზე, პროდუქციის მიღებისას ქეშით ან კურიერთან გადარიცხვით.


გადამზიდი კომპანია ცოცხალი არსების გადაყვანას არ უზრუნველყოფს. სანამ გამოიწერთ პროდუქციას, გთხოვთ, ნახოთ აკრძალული ნივთების სია.


აკრძალული პროდუქციის სიის სანახავად გადადით ბმულზე: trendex.ge/ka/prohibited-items


ჩინეთის საწყობში მისული ამანათის საიტზე დამატება ტექნიკური თვალსაზრისით ხდება რეალური წონით. დამატებული ამანათი მომხმარებელს გამოუჩნდება თანაბარი რეალური და მოცულობითი წონებით. იმ შემთხვევაში, თუ ამანათი ან ტვირთი აკმაყოფილებს მოცულობითი წონით დათვლის წესებს, მოცულობითი წონა ჩასწორდება იმ ზომებით, რა ზომებიც აქვს ყუთს/ტვირთს.

გაქვთ შეკითხვები? დაგვიკავშირდით

ტარიფები

trendex.ge ტარიფები

წონის ფასი:

trendex.ge ქვეყანა CHINA (სახმელეთო) CHINA (სახმელეთო)

1კგ - 5.50$

trendex.ge ქვეყანა TURKEY TURKEY

1კგ - 1.90$

trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო)

1კგ - 11.00$

trendex.ge ტარიფები

საკურიერო თბილისი:

trendex.ge ქვეყანა CHINA (სახმელეთო) CHINA (სახმელეთო)

6.00 ლარი

trendex.ge ქვეყანა TURKEY TURKEY

6.00 ლარი

trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო)

6.00 ლარი

trendex.ge ტარიფები

საკურიერო რეგიონები:

trendex.ge ქვეყანა CHINA (სახმელეთო) CHINA (სახმელეთო)

8.00 ლარი

trendex.ge ქვეყანა TURKEY TURKEY

8.00 ლარი

trendex.ge ქვეყანა CHINA (საჰაერო) CHINA (საჰაერო)

8.00 ლარი

წონის კალკულატორი

ღირებულება:

ღირებულების გამოთვლა

ღირებულება:

ღირებულების გამოთვლა

ღირებულება:

ღირებულების გამოთვლა

ღირებულება:

ღირებულების გამოთვლა

ღირებულება:

ღირებულების გამოთვლა

ღირებულება:

ღირებულების გამოთვლა